ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ პრაქტიკულად დაიწყო ავღანეთის სტრატეგიის განხორციელება


თეთრი სახლის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადების თანახმად აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უკვე გასცა ბრძანება ავღანეთში ახალი სტრატეგიის განხორციელების დაწყების თაობაზე. დღეს ბარაკ ობამა სიტყვას წარმოთქვამს, რომელიც ამ საკითხს შეეხება. ავღანეთში დამატებით 30 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იქნება გადასროლილი. როგორც თეთრი სახლის რწმუნებულმა რობერტ გიბსმა განაცხადა ავღანეთში შექმნილი მდგომარეობა არ უნდა იყოს მლოდ ამერიკის საზრუნავი და აქედან გამომდინარე ობამა ამჟამად ინტერნსიურ კონსულტაციებს ატარებს ამერიკის მოკავშირეებთან. თეთრი სახლის რწმუნებულმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს ავღანეთში სამხედრო ყოფნა უსასრულოდ არ გაგრძელდება. როგორც ამ განცხადებაშია ნათქვამი ამერიკელთა მთავარი მიზანია გაწვრთნან ავღანური ძალები, რათა საბოლოო ანგარიშში საკუთარ ხელში აუღონ ქვეყნის უშიშროების კონტროლის სადავეები. ამ ფონზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნდა განაცხადა, რომ ოფიციალური ლონდონი დეკემბერში დამატებით 500 სამხედრო მოსამსახურეს გააგზავნის ავღანეთში. მთლიანობაში ავღანეთში 10 000-ზე მეტი ბრიტანელი ჯარისკაცი იმსახურებს.

XS
SM
MD
LG