ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკანასკნელი ნაცისტის სასამართლო


დღეს გერმანიაში ნაცისტობაში ეჭვმიტანილი ჯონ დემანიუკის სასამართლო პროცესი გაიმართა,რომელიც სავარაუდოდ მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტების სიკვდილის ბანაკში დაცვის თანამშრომლად მუშაობდა.როგორც ჩანს, ეს სასამართლო პროცესი იმ დროინდელი დანაშუალებების პროცესებს შორის უკანასკნელი იქნება.

მიუნხენის სასამართლო დარბაზში დემანიუკი ინვალიდის ეტლით შემოიყვანეს.სამედიცინო ექსპერტების დასკვნით ყოფილ ნაცისტს შეეძლო პროცესის მანძილზე ფეხზე მდგარიყო,თუმცა ოჯახის წევრების განცხადებით,დემანიუკი ავადმყოფობისგან ძალზე დასუსტებულია. 90წუთამდე შემცირებული სასამართლო პროცესები ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება.



XS
SM
MD
LG