გლობალური ეკონომიკური კრიზისი დუბაისაც შეეტყო. სულ ცოტა ხნის წინ დუბაი სპარსეთის ყურის სამაგალითო ეკონომიკად იყო მიჩნეული. ახლა კი არაბეთის გაერთიანებულმა საამირომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს 60 მილიარდ დოლარიანი ვალის გადახდის გადავადება სთხოვა. დუბაის მიერ ამ განცხადების გაკეთებამ პარასკევს სააქციო ბირჟაზე აქციების მკვეთრი გაიაფება გამოიწვია.
უდაბნოში გაშენებული ეს, ეგრეთწოდებული, სამოთხე განსაკუთრებით ცნობილი არის მისი ხელოვნური პალმის ფორმის კუნძულით, გადახურული ხელოვნური სათხილამურო კურორტითა და მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობით. მაგრამ გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა ამ აყვავებულ ეკონომიკასაც შეურყია საფუძველი. დუბაიში უძრავი ქონებისფასი განახევრდა, რამაც მიმდინარე სამშენებლო პროექტები შეაჩერა და უმუშევრობა რეკორდულ მაჩვენებლამდე გაზარდა. ხუთშაბათს სახელმწიფო საინვესტიციო კომპანია დუბაი ვორლდმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს 60 მილიარდიანი სესხის ჩაბარების ექვსი თვით გადავადება სთხოვა. ამ განცხადებამ გლობალურ ფინანსურ ბაზარზე მოულოდნელი უარყოფითი გავლენა მოახდინა. ამერიკის უნივერსიტეტის ბეირუტის ფილიალის პროფესორი კამელ ვაზნეს განცხადებით, დუბაის მიერ სესხის გადავადების მოთხოვნა დიდი სურპრიზი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა მისი აზრით ფინანსურმა ბაზარმა ზედმეტად რეაგირება თავიდან უნდა აიცილოს. მისი თქმით, „მსოფლიოსში ასეთი ფინანსური კლიმატის პირობებში დუბაი იმას აკეთებს, რაც მსოფლიოს უამრავმა ქვეყანამ უკვე გააკეთა.“თუმცა, მიუხედავად ამისა, დუბაის ფინანსურმა სირთულეებმა ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგთის ძირითად სააქციო ბირჟებზე აქციების დაახლოებით სამი პროცენტით ვარდნა გამოიწვია.
მოგვიანებით ევროპულ ბირჟებზე ფასები შედარებით დარეგულირდა, რაც ანალიტიკოსების მიერ დუბაის ფაქტორის გრძელვადიანი შედეგების მნიშვნელობა ნაკლებად მნიშვნელოვნად გამოაცხადეს. ოლივერ როტი ფრანკფურტში უძრავი ქონების ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის დირექტორია. მისი თქმით, „ის რაც აქამდეა ჩვენთვის ცნობილი, ფინანსური ინსტიტუტები, რომლებმაც დუბაის ფული ასესხეს ადგილობრივი ბანკებია და გამომდინარე აქედან, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, სესხის ჩაბარების გადავადებას ევროპულ და ამერიკულ ბანკებზე დიდი გავლენა არ ექნება.“მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსების ნაწილი ასე ფიქრობს, აზიაში აქციების ღირებულების ვარდნა გრძელდება. ჰონ კონგსა და სამხრეთ კორეაში ძირითადი აქციების ღირებულება თითქმის ხუთი პროცენტით დაეცა. ამასთან ერთად, შეერთებული შტატების დოლარმა 14 წლის განმავლობაში იაპონურ იენთან შედარებით გაუფასურების ყველაზე დიდ მაჩვენებელს მიაღწია. დილარის გაუფასურება იმან გამოიწვია, რომ დუბაის მიერ სესხის გადავადების მოთხოვნით შეშინებულმა ინვესტორებმა უსაფრთხო ვალუტის ანუ აზიის შემთხვევაში იენის შესყიდვა დაიწყეს.
იაპონიის ფინანსთა მინისტრმა ჰიროჰისა ფუჯიმა აქციათა ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს ცალმხრივი და არა ორდინალური უწოდა.იენის გაძვირება არც იაპონიას აწყობს, რადგან ეს პროცესი იაპონურ პროდუქციას საერთაშორისო ბაზარზე არაკონკურენტუნარიანს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ დოლარის კურსი კვირის ბოლოსთვის შედარებით დარეგულირდა, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ნავთობის ექსპორტიორი დუბაის მიერ ვალის გადახდის უნარიანობამ შეიძლება მსოფლიო ეკონომიკაზე ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს. ეს კი ბანკებს კიდევ ერთხელ შეზღუდავს სესხების გაცემაში, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს.