ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში სატრანსპორტო გადასახადების გაორმაგების შესახებ კანონი მიიღეს


რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში 13 ნოემბერს ქვეყნის სატრანსპორტო გადასახადების გაორმაგების შესახებ კანონი მიიღეს. ხუთ დღეში გადაწყვეტილება შეცვალეს. პარლამენტის სპიკერმა, ბორის გრიზლოვმა განაცხადა, რომ ეს არასამთავრობო სექტორთან და რეგიონალურ ლიდერებთან კონსულტაციების შედეგია.

ალექსანდერ კოტოვი, რუსეთი პროფესიონალ მძღოლთა კავშირის თავმჯდომარე, თვლის, რომ ასეთი განხილვები წინასწარ უნდა ხდებოდეს. მაგრამ კანონმდებლებმა მისი თხოვნა შეხვედრის შესახებ და საფრთხე რომელიც მოსკოვის ერთ-ერთიყველაზე გადატვირთულ გზატკეცილს ემუქრება არ გაითვალისწინეს.

“მე არავის მივუპატიჟებივარ იმის საკითხავად მაინც, რა გსურთ? ჩვენ ამ ქვეყანაში მშივობიანად მუშაობა გვსურს. ჩვენ მზად ვართ გადასახადებისთვის, ოღონდ შესაძლობების ფარგლებში.”

ავტომობილების რაოდენობის მატება მოსკოვში ხშირი საცობების მიზეზია. ავტო-განცხადებების ვებ-გევრდის დირექტორი, ოლეგ დატსკვი ამბობს, რომ მოსკოვში მანქანის ყოლა სტატუსს ავლენს.

“მანქანა ადრე მხოლოდ მთავრობის გავლენიან წარმომადგენელს უდნა ყოლოდა, მაგრამ დრო შეიცვალა, ჩვენ დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ ავტომობილი მაინც არა გადაადგილების, არამედ სოციალური სტატუსის მიმანიშნებლად რჩება”

დატსკივის თქმით, ძალაუფლების მქონე ადამიანები რუსეთში საცობებში არ ხვდებიან. სანამ 8 რიგიან კუტუზოვის პროსპექტზე ხალხი საცობშია გაჭედილი, სამთავრობო ავტომობილები მათთვის გამოყოფილი სპეციალური რიგით უსაცობოდ მიდიან. როდესაც პრეზიდენტმა ან პრემიერ-მინისტრმა უნდა გაიაროს, გზა მთლიანად იკეტება.

იანვარში იმპორტულ ავტომობილებზე ტარიფების გაზრდამ აღმოსავლეთ რუსეთში ხალხი მიტინგებით ქუჩაში გამოიყვანა. მანქანების უმრავლესობა იქ მარჯვენა საჭიანია, ავტომობილები იაპონიიდანაა იმპორტირებული.

მომიტინგეებს შორის გალინა ვოსტრიკოვაც იყო.

“სატრანსპორტო ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად გამოვედით.ის რაც, მთლიანად ჩვენს ქვეყანაში ხდება, ნათელს ხდის რომ ეს პოლიციური სახელმწიფოა.”

რუსეთის პროფესიონალ მძღოლთა კავშირის თავმჯდომარე, ალექსანდრ კოტოვი ამბობს, რომ გზა აზრთა გაცვლის საშუალებას იძლევა. საწვავის დასამატებლად გაჩერებული მძღოლები ერთმანეთს ესაუბრებიან. ისინი ადარებენ მდგომარეობას რეგიოენბში. ეს თავისუფლების წყურვილს იწვევს.

კოტოვის თქმით, მძღოლები ხედავენ ვილებს, იახტებსა და ძვირადღირებულ მანქანებს, რომლებსაც კორუფციაში ეჭვმიტანილი ადმიანები ფლობენ. ისინი ფიქრობენ, რომ გადასახადებს მთავრობა რუსეთის გზების შეკეთების მაგივრად, უფრო საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებს.

კოტოვისა და დატსკივის თქმით, უკეთესი გზები დატვირთვას მოხსნის და ქვეყანა უფრო წარმატებულად განვითარდება.

XS
SM
MD
LG