ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში შეიძლება დაყოვნდეს არჩევნები


ერაყის პარლამენტმა დაამტკიცა საარჩევნო კანონის კიდევ ერთი ვერსია, რომელიც მიუღებელია სუნიტთა უმცრესობისათვის. აქედან გამომდინარე იანვარში დაგეგმილი ეროვბნულ არჩევნებს როგორც სჩანს გადადებენ. ერაყელმა კანონმდებლებმა განსაზღვრული შესწორებები შეიტანეს კანონში, რომელსაც მანამდე სუნიტმა ვიცე-პრეზიდენტმა ტარიკ ალ ჰაშიმიმ ვეტო დაადო. საყოველთაოდ მოელიან, რომ ჰაშიმი კანონის ამ ახალ ვერსიასაც ვეტოს დაადებს, რადგანაც მასში არ არის გათვალისწინებული მისი მოთხოვნა უცხოეთში მყოფი ერაყელებისათვის უფრო მეტი ხმის მიცემის თაობაზე. საგულისხმოა ის, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დაცემის შემდეგ ბევრი სუნიტი მუსლიმი ერაყიდან უცხოეთს გაიქცა.

XS
SM
MD
LG