რუმინეთის საპარლამეტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, მცირე უპირატესობას პრეზიდენტი ტრაიან ბაშესკუ ფლობს, მაგრამ ყველაფერი განმეორებით არჩევნებისკენ მიდის. რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნების 50-ათ პროცენტამდე დათვლილია. კომისიის წარმომადგენელები აცხადებენ, რომ ცენტრისტი პრეზიდენტი ბაშესკუ, რომელსაც დემოკრატიული პარტია უმაგრებს ზურგს, ხმათა 30 პროცენტი აქვს მიღებული. ოპოზიციონერი სოციალ დემოკრატი კანდიდატი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრიმირჩა გეოანა დაახლოებით 29 პროცენტს ფლობს.
პოპულარული
1