ორი ამერიკელი ასტრონავტი ღია კოსმოსში გასასვლელად ემზადება მაშინ, როცა ერთ-ერთი მათგანის ცოლი დედამიწაზე მშობიარობისთვისაა მზად.
მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი ატლანტისის ეკიპაჯის წევრები, მაიკ ფორმანი და რენდი ბრენსიკი, დღეს ღია კოსმოსში გავლენ კოსმოსურ ლაბორატორიაში ანტენის დასამონტაჯებლად. მათ ასევე ევალებთ ელექტრო ჩამწერის გადაადგილება, რომელიც კოსმორი სადგურის დედამიწის ორბიტის გარშემო ფრენისას ელექტრონულ სიგნალებს იწერს.