ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომში დაიწყო გაეროს სასურსათო კონფერენცია


გაეროს ეგიდით რომში გაიხსნა მსოფლიო სასურსათო კონფერენცია. გაეროს ოფიციალური პირების ცნობით, ყოველ საღამოს მსოფლიოში დაახლოებით ერთი მილიარდი ადამიანი, ანუ ყოველი მეექვსე პირი, მშიერი იძინებს. დღეს მსოფლიოს ლიდერებმა ახალ სტრატეგიას დაუჭირეს მხარი, რომელიც ითვალისწინებს ღარიბი ქვეყნებისთვის დახმარების გამოყოფას სოფლის მეურნეობის სფეროში რათა განვითარებადმა ქვეყნებმა შესძლონ საკუთარი მოსახლეობის უზრუნველყოფა სურსათით. მაგრამ ქვეყნებმა ვერ შესძლეს ამ მიზნისთვის გაეროს მიერ დაგეგმილი ყოველწლიური 44 მილიარიდი დოლარის შეგროვება.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განაცხადა, რომ შიმშილისა და კლიმატის ცვლილების პრობლემები ერთმანეთთან დაკავშირებულია. ამასთან დაკავშირებით მან აგრეთვე აღნიშნა, რომ „კლიმატის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია სასურსათო უსაფრთხოების მიღწევა.“


XS
SM
MD
LG