დღეს ქაბულში გერმანიის თავდაცვის მინისტრი ჩავიდა.ავღანეთში ვიზიტის დროს ბატონი კარლ თეოდორ ცუ გუთენბერგი ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაისა და ავღანეთში დისლოცირებული ნატოს ძალების მთავარსარდალს გენერალ სტენლი მაკკრისტალს შეხვდება.
ბატონი გუთენბერგი ასევე ავღანეთის თავდაცვის მინისტრთან აბდულ რაჰიმ ვარდაკთან შეხვედრისთვის ემზადება. გერმანიას ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში უკვე ოთხი ათასი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს დისლოცირებული.