ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო და მსოფლიო - რესპონდენტი თურქი ბიზნესმენი, ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ქენან ილდირიმი


ბატონმა ქენანმა საქართველოში თურქული ინვესტიციების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ პერიოდში თურქულმა ინვესტიციებმა საქართველოში საგრძნობლად იკლო. ამ პროცესს ხელი შეუწყო მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა. ბატონი ქენანის თქმით საქართველოში არა ერთი თურქი ბიზნემენი მოღვაწეობს ისეთ დარგებში, როგორებიცაა ტურიზმი, მშნებლობა და სხვა. ბატონმა ქენანმა ისიც აღნიშნა, რომ ბოლო დროს უკვე შეინიშნება საქართველოში თურქული ინვესტიციების ზრდა და მისი პროგნოზით საქართველო-თურქეთის ბიზნეს ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

XS
SM
MD
LG