ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა აპირებს ჰიროსიმასა და ნაგასაკიში სტუმრობას აპირებს


პრეზიდენტი ობამა აპირებს ჰიროშიმასა და ნაგასაკიში სტუმრობას

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მას სურს სტუმრობა იაპონიის ქალაქებში ჰიროშიმასა და ნაგასაკიში მისი პრეზიდენტობის დროს, მაგრამ იაპონიაში მომავალ კვირას დაგეგმილი ვიზიტის დროს მას ამ ქალაქების დათვალიერების საშუალება არ ექნება.

იაპონურ ტელეარხ ენ-ეიჩ-კეისთან გამართულ ინტერვიუში, ბატონმა ობამამ აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი იქნება ამ ორ ქალაქში სტუმრობა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მიწურულს შეერთებული შტატების ატომური ბომბების ჩამოგდების შედეგად მნიშვნელოვნად განადგურდა.

თუ ეს ასე მოხდა, ბატონი ობამა იქნება შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი, რომელიც ჰიროშიმასა და ნაგასაკის მოინახულებს.

იაპონიაში სულ უფრო ხშირად გაისმის მოწოდება, რომლის მიხედვითაც ბატონი ობამა უნდა ესტუმროს ამ ორ ქალაქს მას შემდეგ რაც აპრილში პრაღაში გაკეთებულ მოხსენებაში მან ყურადღება გაამახვილა ბირთვული შეიარაღებისგან თავისუფალი მსოფლიოს მნიშვნელობაზე და მას შემდეგ რაც გასულ თვეს მან ნობელის პრემია მოიპოვა მშვიდობის დარგში.

XS
SM
MD
LG