ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია ბერლინის კედლის დანგრევას ზეიმობს


1989 წელს კედლის დაცემა და გერმანიის გაერთიანება, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმის კოლაფსის დასაწყისად აღიქმება.

გერმანიაში ბერლინის კედლის დაცემიდან ოცი წლისთავის იუბილეს აღნიშნავენ. 1989 წელს კედლის დაცემა და გერმანიის გაერთიანება, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმის კოლაფსის დასაწყისად აღიქმება. ბერლინში ზეიმზე დასასწრებად ევროპისა და სხვა ქვეყნების ლიდერები ჩავიდნენ. სტუმართა შორის საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ ვალენსა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი არიან. შეერთებულ შტატებს კი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი წარმოადგენს.


XS
SM
MD
LG