ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისი სუამი-ის სამიტს მასპინძლობს


თბილისში დღეს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამის საპარლამენტო ასამბლეის მე-4 სხდომა ჩატარდა. სამიტი გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

სუამის საპარლამენტო ასამბლეამ, საქართველომ, უკრაინამ, აზერბაიჯანმა და მოლდოვამ დახურულ სხდომაზე დღეს სპეციალური კომიუნიკე მიიღეს, რომელშიც ნათქვამია, რომ აგრესიული ქმედების განხორციელება საერთაშორისო ურთიერთობებში მიუღებელია.

შეგახსენებთ, სუამი, როგორც ორგანიზაცია 2006 წლის 23 მაის ჩამოყალიბდა.სუამის გენერალური მდივნის, ვალერი ჩეჩელაშვილის თქმით ორგანიზაცია ამჟამად 40-მდე პროექტზე მუშაობს..

დღევანდელ სხდომაზე, რომელიც თბილისში შერატონ მეტეხი-პალასში გაიმართა, სუამის საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მნიშვნელობას და აუცილებლობას. სამიტზე ასევე მიღებულია რამდენიმე კონკრეტული გადაწყვეტილება: სუამის ფორმატში უფრო აქტიური თანამშრომლობის შესახებ, კერძოდ, სამითზე შეიქმნა ახალი კომიტეტი - რეგიონალური უსაფრთხოების კომიტეტი.



XS
SM
MD
LG