ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის მთავრობა  გაეროს შემოთავაზებაზე უარს აცხადებს



ზოგიერთი ირანელი კანონმდებელის აზრით, ირანის მთავრობა გაეროს შემოთავაზებაზე, ურანის უცხოეთში გამდიდრებასთან დაკავშირებით, ალბათ უარს იტყვის. კონსერვატორი პარლამენტარი ელადინ ბოროუჟერდი აღნიშნავს,რომ ათას ორას კილოგრამი ურანი ირანის მთავრობის მიერ არსად არ გადაიგზავნება. საფრანგეთი,რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ამაოდ ცდილობენ,რომ ირანი ურანის 7 პროცენტით გამდიდრებაზე დაიყოლიონ.ირანის კანონმდებელთა აზრით,ირანის მთავრობა ვერ ენდობა საერთაშორისო დაპირებებს და ურანს რომელიმე უცხოური ქვეყნიდან შეიძენს ან თუნდაც საკუთარ ქვეყანაში გაამდიდრებს. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აღნიშნავს,რომ თუ ირანი მსგავს პოლიტიკას გააგრძელებს, არ არის გამორიცხული მას საერთაშორისო სანქციები დაუწესდეს.


XS
SM
MD
LG