ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აბდულა აბდულა უკმაყოფილოა არჩევნების შედეგით


ავღანეთის საპრეზიდენტო კანდიდატი აბდულა აბდულა აცხადებს, რომჰამიდ კარზაის ხელმეორედ არჩევა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე კანონიერად არ შეიძლება ჩაითავლოს. ავღანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა აბდულა, რომელიც განმეორებით არჩევნებს გასულ კვირას გამოეთიშა თვლის, რომ კარზაი კორუფციასთან ბრძოლაშიც მოისუსტებს. მისი თქმით საარჩევნო კომისიას კარზაის გამარჯვებულად გამოცხადების უფლება არ ჰქონდა. ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ასეთ პირობებში გამარჯვებულად ჩათვლილი მთავრობა ქვეყანაში არსებულ მწვავე პრობლემებს ვერ მოაგვარებს. აბდულამ ასევე აღნიშნა ისიც, რომ არ აპირებს კარზაის კოალიციურ მთავრობაში შესვლას. ყოფილმა კანდიდატმა მომხრეებს მშვიდობიან ოპოზიციაში ყოფნისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტმა კარზაიმ კი განაცხადა, რომ მისალმება იმ ოპოზიციონერებს, ვისაც კი თანამშრომლობა სურს, მიუხედავად იმისა თუ ვის უჭერდნენ ისინი მხარს არჩევნებში.

XS
SM
MD
LG