ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ამერიკული ბატალიონის გადარჩენილი მებრძოლები კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს.


1944 წლის ოქტომბრის მიწურულს შეერთებული შტატების 141-თე ქვეითთა ბატალიონი, რომელიც საფრანგეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა გერმანელების ალყაში მოექცა. მის გამოსახსნელად 442 -ე ქვედანაყოფი გაგზავნეს. მთელი შეერთებული შტატების ტერიტორიაზე გაფანტული

ვეტერანები, რომლებიც ახლა ოთხმოც და ოთხმოცდაათ წელს არიან გადაცილებულები და მათი ოჯახის წევრები ალყის გარღვევის სამოცდახუთი წლის აღსანიშნავად შეიკრიბნენ. შეკრება იაპონური წარმოშობის ამერიკელთა ეროვნულმა ორგანიზაციამ დააფინანსა. ვეტერანებს შეერთებული შტატების გაერთიანებული შტატების მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე ადმირალი მაიკ მალენი მიესალმა და ომის დროს გამოვლენილი გმირობა შეუქო. ადმირალმა ფოტოსურათი გადაიღო სათითაოდ ყველა ვეტერანთან ერთად:

„თქვენ გულადობით, სიმამაცით და გმირობით ცნობილი თაობის ვეტერანთა ძალზე გამორჩეულ ჯგუფს წარმოადგენთ“. განაცხადა ადმირალმა. შეხვედრას ღირსების საკონგრესო მედლით დაჯილდოვებული ოთხმოცდარვა წლის ჯორჯ საკატოც ესწრებოდა. ჯილდო საკატომ ალყაში მოხვედრილი თანამებრძოლების გამოსახსნელად მიმდინარე ბრძოლისას გამოვლენილი მამაცობისთვის დაიმსახურა:

„მე სამჯერ თუ ოთხჯერ ამაფეთქეს. სამჯერ დამჭრეს და აღარც კი მახსოვს, რამდენჯერ გადავიტანე დიფტერია, წითურა თუ ფილტვების ანთება“. გვეუბნება ბატონი საკატო. მისი თქმით ის რომ იგი ომს უვნებელი გადაურჩა ნამდვილი სასწაულია.

ძირითადად იაპონური წარმოშობის ამერიკელებისგან დაკომპლექტებულმა 442 რე სპეცდანიშნულების შენაერთმა დიდი დანაკარგი განიცადა. საკატო გვეუბნება, რომ გერმანელების მიერ განხორციელებულ კონტრშეტევას მისი უახლოესი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა:

„მე დაჭრილთან მივფოფხდი და მან ჩემს ხელთ დალია სული. ამან ისე გამაცეცხლა, რომ მხოლოდ იმასღა ვფიქრობდი თუ როგორ მეძიებინა შური და საკუთარი სიცოცხლის ფასადაც, რომ დამჯდომოდა ჩემი მეგობრის მკვლელი მომესპო“. მოგვითხრობს ჯორჯ საკატო.

საკატოსა და მისი ორასამდე თანამებრძოლის მიერ გადარჩენილთა შორის, ამჟამად ოთხმოცდახუთ წელს მიღწეული ჯეკ უილსონიცაა:

„ისინი, რომ არა ახლა მე აქ არ ვიდგებოდი“. გვეუბნება იგი.

უილსონოის თქმით, იაპონური წარმოშობის ამერიკელ ჯარისკაცთა მიერ გამოვლენილი თავდადება მით უფრო დასაფასებელია, რომ ბევრი მათგანის ოჯახის წევრები შეერთებულ შტატებში სპეციალურ საკონცენტრაციო ბანაკებში იყვნენ მოთავსებულები, ვინაიდან ვაშინგტონი შიშობდა, რომ მათ იაპონიისთვის დახმარება არ გაეწიათ და მეხუთე კოლონად არ გადაქცეულიყვნენ:

„ისინი საკონცენტრაციო ბანაკებში მოათავსეს. ბევრმა მათგანმა საცხოვრებელი და ყველაფერი დაკარგა რაც ებადა, ერთი ხელი ტანისამოსის გარდა“. გვეუბნება უილსონი.

მისი თქმით, იაპონური წარმოშობის ამერიკელმა მებრძოლებმა ამერიკისადმი ერთგულება დიდად გამოავლინეს:

„მათ ეს უნდა დაემტკიცებინათ და ამის გაკეთება მათ ნამდვილად შესძლეს“. აგრძელებს ჯეკ უილსონი.

1988 წელს შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, იმ იაპონური წარმოშობის ამერიკელებს, რომლებიც ამერიკულ კოსაკონცენტრაციო ბანაკებში იმყოფებოდნენ, ანაზღაურებას სთავაზობენ. ასევე ქალაქ ვაშინგტონში იაპონური წარმოშობის ამერიკელების ხსოვნის მემორიალიც დაიდგა. თუმცა ოთხმოცდახუთი წლის დონ სეკი რომელმაც ბრძოლაში ხელი დაკარგა, ამბობს, რომ ალყაშემორტყმული ბატალიონის გადარჩენის დროს არავითარი გმირობა არ გამოუჩენია, უბრალოდ დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა:

„ეს ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა, მათი გადარჩენა სხვას მოუწევდა. ამიტომაც ჩვენ შეტევაზე წავედით“. ამბობს იგი.

სეკი აგრძელებს, რომ დავალებულის პირნათლად შესრულება, იაპონური წარმოშობის ამერიკელებს ბავშვობიდან მშობლების მიერ ღრმად ჰქონდათ ჩანერგილი:

„ჩვენ ისე გვზრდიდნენ, რომ სამშობლოს და ოჯახის ერთგულები ბოლომდე ვყოფილიყავით“. აღნიშნავს იგი.

სეკის 442 ე შენაერთმა შეერთებული შტატების ისტორიაში, ამ ზომის ქვედანაყოფებს შორის ყველაზე მეტი ჯილდო დაიმსახურა. მიუხედვად ასაკისა ვეტერანები დღესაც პატრიოტუული სულისკვეთებით არიან გამსჭვალულები. ამერიკის ხმა. . .

XS
SM
MD
LG