ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენში ორი ჟურნალისტი დააპატიმრეს


იემენის სასამართლომ შაბათს ორ ჟურნალისტს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის გაკრიტიკებისთვის.

გაზეთ ალ მადარის ჟურნალისტ, მუნირ ალ მავრის, სასჯელთან ერთად სამუდამოდ აეკრძალა სტატიების წერა. ხოლო გაზეთის რედაქტორს, შამირ ჟუბრანს ერთ წლიანი პატიმრობა მიესაჯა იმის გამო, რომ სტატიის გამოქვეყნებას დათანხმდა.

ამასთან ერთად, სასამართლომ რვა შიიტ მეამბოხეს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. მათ ბრალად ქვეყნის არმიის წინააღმდეგ ბრძოლა ედებოდათ.

XS
SM
MD
LG