ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-მ და საქართველომ ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს


წვრთნის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადება იმისათვის, რომ მომავალში კონტრ-ტერორისტული სპეც-ოპერაციები ჩაატაროს ამერიკულ ძალებთან ერთად. საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადების თანახმად წვრთნა ორ კვირას გაგრძელდება. იგი წინ უძღვის საქართველოს ძალების ავღანეთში გადასროლას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად წვრთნაში მონაწილეობას იღებს 420 ქართველი და 420 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. ამ განცხადებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ 420 ქართველი გაზაფხულზე ნატოს საერთაშორისო უშიშროების სადამხმარებლო ძალებში იმსახურებს. ამას გარდა ქართველ სამხედოთა განსაზღვრული რაოდენობა გადასროლილი იქნება ავღანეთში მომავალ თვეს, სადაც ისინი საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მეთაურობას დაემორჩილებიან.

XS
SM
MD
LG