ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთმა ესპანეთი და საფრანგეთი საჰაერო ბაზებიდან დაითხოვა


ესპანეთისა და საფრანგეთის საჰაერო ძალებმა ყირგიზეთის საჰაერო ბაზები ოქტომბრის დასაწყისში დატოვეს. მათ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგეს, რაც ყირგიზეთის მთავრობამ მათ ბაზების გამოყენებაზე უარი უთხრა.

ფრანგულ და ესპანურ პრესაში გაკეთდა განცხადებები იმის შესახებ, რომ ესპანეთმა 60 ჯარისკაციანი კონტინგენტი და ორი ჰერკულეს C-130 თვითმფრინავი მანასის საჰაერო ბაზიდან დასავლეთ ავრანეთში გადაიყვანა, ხოლო საფრანგეთმა კი მისი 30 ჯარისკაცი და შეიარაღება ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში გადაისროლა.

საფრანგეთისა და ესპანეთის მთავრობები ცდილობენ ყირგიზეთთან ახალი ხელშკრულება დადონ მანასის ბაზაზე დაჯდომის ნებართვის მოსაპოვებლად. მანასის ბაზა ნატოს თვითმფრინავების გასამართი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილია ავღანეთში მიმავალი საბრძოლო თვითმფრინავებისთვის.

XS
SM
MD
LG