ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ბირთვული ობიექტი  შემოწმდება


გაეროს ინსპექტორები ირანის ბირთვული ობიექტის შემოწმებას გეგმავენ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ოთხი ინსპექტორი დრეს დილით სამდღიანი ვიზიტით ჩავიდა ირაში. დღესვე მოგვიანებით, ინსპექტორები ყუმის ბირთვული ობიექტის შემოწმებას დაიწყებენ. გასულ სექტემბერს ირანმა აღიარა ის, რომ ყუმში ურანის გასამდიდრებელი ახალი ბირთვული ობიექტი შენდება. ქვეყნის ბირთვული პროგრამის ხელმძრვანელი ალი აკბარ სალეჰი აცხადებს, რომ ინსპექტორების დაშვების ფაქტი თეირანის კეთილ ნებას და იმას ააშკარავებს, რომ ობიექტი ურანის მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით გამდიდრებას ისახავს მიზნად.


XS
SM
MD
LG