ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ ვაზირისტანში სამხედრო ოპერაციები გრძელდება


პაკისტანის არმია აგრძელებს საბრძოლო ოპერაციას სამხრეთ ვაზირისტანში.

ახლად გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ქვეითებმა და საბრძოლო ვერტმფრენებმა შეტევა მიიტანეს პაკისტანელ თალიბთა ლიდერის ჰაკიმულა მეჰსუდის მშობლიურ დაბაზე. არმია აცხადებს, რომ ბრძოლებში ას თხუთმეტი თალიბი და თექვსმეტი ჯარისკაცი დაიღუპა. რეგიონიდან გარეთ ძალზე მწირე ინფორმაცია აღწევს, ვინაიდან სამხრეთ ვაზირისტანში შეღწევა შეფერხებულია, ხოლო არმიას კი ჟურნალისტები თან არ ახლავს.


XS
SM
MD
LG