ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასუდანის მიმართ ახალ პოლიტიკას გაატარებს.ამით შესაძლებელი გახდება ქვეყნის შიდა კონფლიქტები მოგვარდეს და მილიონობით ადამიანს გაუსაძლისი მდგომარეობა შეუმსუბუქდეს.
ამერიკის სახლემწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა,რომ ზემოხსენებული პოლიტიკა აუცილებელი პირობაა იმისთვის,რათა სუდანშიდაძაბულობამ იკლოს და დარფურში წლების მანძილზე გაგრძელებული პრობლემები გადაიჭრას.
მიუხედავად იმისა,რომ სახელმწიფო მდივანმა დარფურის მოვლენები გენოციდად შეაფასა,იქვე დასძინა ,რომ ამერიკის მთავრობის მთავარი მიზანია- ქვეყანამ არსებული პრობლემები დასძლიოს და ჩიხიდან რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეს .
ქალბატონი კლინტონის განცხადებით,ამერიკის მთავრობა ყველა ღონეს იხმარს იმისათვის,რათა სუდანმა მსგავსი ქმედებებისკენ ნაბიჯები გადადგას.