ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რიო დე ჟანეიროში მომხდარ შეტაკებებს სამართალდამცველებსა და ნარკოტიკებით მოვაჭრე კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის მსხვერპლი მოჰყვა


რიო დე ჟანეიროს ღარიბი გარეუბნების მოსახლეობის ნაწილი საკუთარ საცხოვრებელ ადგილებს ტოვებს ნარკოტიკებით მოვაჭრე ბანდებს შორის ატეხილი ომისგან თავის დასაღწევად. ამ ეგრეთწოდებული ომის შედეგად, რიოს გარკვეული უბნები ნაწილობრივ დანგრეულია და შეიარაღებული დაპირისპირებების დროს უამრავი ხალხია მოკლული.

შაბათს ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა მორო დოს მაკაკოს რაიონში პოლიციის ვერტმფრენი ჩამოაგდეს და რვა ავტობუსს ცეცხლი მოუკიდეს. პოლიციის განცხადებით, მოიერიშეები ქალაქის სამი ძირითადი ბანდიდან ერთ-ერთის წევრები იყვნენ. ისინი რიოს ამ უბანში საკუთარი გავლენის დასამყარებლად შევიდნენ.

შეტაკებისას ათი დამნაშავე იქნა მოკლული. ვერტმფრების ჩამოგდების შედეგან პოლიციის ორი ოფიცერი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG