ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ახლახან გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს ნავთობის უკმარისობა მოელის


„მსოფლიოს მოპოვებულზე მეტი ნავთობი ესაჭიროება“. ასეთია ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის დასკვნა. ანგარიშის წარდგენა პარიზში ჩატარებულ მინისტერიალზე მოხდა.

ბრიტანეთის ენერეტიკის საკვლევმა ცენტრმა გამოააშკარავა ის, რომ გლობალურად ნავთობის მოპოვება პიკს 2030 წლამდე მიაღწევს:

„ნავთობის რესურსები რაღაც პერიოდში ამოწურვას დაიწყებს. ეს პროცესი კი, რომელიც უახლოეს ათ, თხუთმეტ ან ოც წელიწადში დაიწყება შეუბრუნებადი იქნება“. ამბობს ანგარიშის ავტორი სტივ სორელი.

მინისტერიალს საერთაშორისო სააგენტოს წევრი ოცდარვა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრები ესწრებოდნენ. აქ სწორედ იმ სიძნელეებზე გაამახვილეს ყურადრება, რომლებიც ენერგეტიკის სფეროში მსოფლიოს წინაშე დგას:

„ის ეპოქა, როდესაც ენერგია იაფი იყო წარსულს ჩაბარდა. ბუბნებრივი აირი აღარ არის იაფი. სწორედ ამის თქმა გვინდა ჩვენ“. განაცხადა სააგენტოს დირექტორმა ნობუო ტანაკამ.

მსოფლიოში დღეს ოთხმოცდახუთ მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებენ. მალე მოპოვების მაჩვენებელი დღეში ას ბარელს მიაღწევს. ამის შემდეგ კი მსოფლიო რესურსების ამოწურვა დაიწყება. თუმცა მკვლევართა ზოგი ჯგუფი ირწმუნება, რომ რესურსების კლებადობა ოცდამეერთე საუკუნის განმავლობაში არ მოხდება. ზოგი ნავთობმომპოვებელი კომპანია კი აცხადებს, რომ ანგოლაში, ბრაზილიასა და მექსიკის ყურეში ნავთობის ახალ საბადოებს მიაგნეს. მაგრამ სტივ სორელი არ ეთანხმება ამ მოსაზრებებს:

„იმ შემთხვევაშიც კი თუ რესურსების სიდიდის შესახებ ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზს გაიზიარებთ, უნდა იგულისხმოდ, რომ ინვესტიციები მიზიდულია და საბადოების დამუშავებას ხელს არაფერი უშლის. თუმცა გამოკვლევა საწინააღმდეგოს ააშკარავებს“. ამბობს ბატონი სორელი.

მიუხედავად იმისა, რომ რეცესიამ და ჰიბრიდული ავტომომობილების პოლულარობის ზრდამ შეერთებულ შტატებში ნავთობზე მოთხოვნის შემცირებას შეუწყო ხელი, ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების იორგანიზაცია „ოპეკი“ აცხადებს, რომ ნავთობზე მოთხოვნა, გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღებისა და განვითარებადი ქვეყნების მიერ ენერგიის მოხმარების წყალობით, ნაწინასწარმეტყველევზე უფრო სწარაფად იზრდება.

XS
SM
MD
LG