ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში თავდასხმები გრძელდება


პაკისტანელმა მეამბოხეებმა ხუთშაბათს, ქალაქ ლაჰორას ჩრდილოაღმოსავლეთ ნაწილში, ხუთი თავდასხმა განახორციელეს, რომელსაც 39 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ლაჰორაში, რომელიც სიდიდით პაკისტანის მეორე ქალაქია, აცხადებენ, რომ შეიარაღებულმა პირებმა თავდასმა ფედერალურ საინვესტიციო სააგენტოსა და პოლიციის ორ შენობაზე მოახდინეს. თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა.უცნობია რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა იმ თავდასხმებში, რომლებშიც პაკისტანი თალიბებს ადანაშაულებს.

ოფიციალური ვერსიით, ამჟამად პაკისტანში სიტუაცია კონტროლირებადია.ბოლო 11 დღის განმავლობაში პაკისტანელმა თალიბებმა ოთხი ორგანიზებული ტერორისტული აქტი განახორციელეს, რომელსაც 100-მდე ადამიანის სიცოცხე შეეწირა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, რეჰმან მალიკმა, ბოლო დროს პაკისტანში ძალადობის ასეთ ესკალაციას „პარტიზანული ომი“ უწოდა.

XS
SM
MD
LG