ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი: აშშ გააგრძელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების დახმარებას



შეერთებული შტატების სახელმსიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის წვრთნისა და სხვა სახის დახმარების აღმოჩენას, რასაც რუსეთის ფედერაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

რუსული რადიო სადგური ექო მოსკვისთვის მიცემულ ინტერვიუში, ქალბატონმა კლინტონმა განაცხადა, რომ ამერიკა აგრძელებს ნატოს ძალების დასახმარებლად ავღანეთში გასაგზავნი ქართველი ჯარისკაცების წვრთნას.

მან ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი დაეხმარება ქართველ ხალხს ჩამოიყალიბოს შეხედულება, რომ თვითონ შეეძლებათ საკუთარი თავის დაცვა.

კლინტონის მიერ სამშაბათს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი ერთი შეხედულებისა არასოდესი იქნებიან საქართველოზე. შეერთებული შტატები არ სცნობს მოსკოვის მიერ 2008 წელს საქართველოს სეპარატისული რაიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.

XS
SM
MD
LG