ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონი: გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" ინფორმაცია მცდარია


პენტაგონის წამომადგენლის პოლკოვნიკი დეივ ლაპანის თქმით, სტატიის თანახმად, 13000 ჯარისკაცის დამხმარე ძალად ავღანეთში გაგზავნა, პრეზიდენტის მიერ წლის დასაწყისში თავდაპირველად დადგენილ ლიმიტს არ სცდება.

„სტატიის თანახმად 68 000 ჯერ ისევ ის რაოდენობაა, რომელიც დამტკიცებულია ავღანეთში გასაგზავნად. ასე, რომ არაფერია დაფარული და დამალული. 13 ათასის დამატება არანაირად ცვლის საბოლოო ჯამს, რომელიც 68-000ია. და როგორც ეს სტატიაშია ნათქვამი მაგ რიცხვს არ გადავცილდებით." ციტატის დასასრული.

პოლკოვნიკი ლაპანის თქმით, პენტაგონის წარმომადგენლებს წარსულში არაერთხელ უთქვამთ, რომ დამატებითი ჯარების გაგზავნას ყოველთვის თან ახლავს დამხმარე ძალების დისლოცირებაც. დამხმარე ძალები, როგორც წესი, ისეთ ფუნქციებს ასრულებენ, როგორიცაა ტერიტორიების განაღმვა, აღჭურვილობის შეკეთება, მშენებლობების წარმოება, საჰაერო დახმარება, სამედიციონო მომსახურეობა და მრავალი სხვა.

როდესაც პრეზიდენტი ობამა ამერიკის მთავარსარდლად აირჩიეს, ავღანეთში 34 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი იყო. ქვეყნის სათავეში მოსვლიდან რამდენიმე კვირაში, პრეზიდენტმა პენტაგონის მოთხოვნით, დამატებით 21 ათასი სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა ავღანეთში. დამატებითი ჯარების გაგზავნას თან ახლდა 13 ათასი დამხმარე პერსონალის დისლოცირებაც, რამაც წლის ბოლომდე ავღანეთში ამერიკული სამხედრო პერსონალის ჯამი 68 ატასამდე გაზარდა. ის პრეზიდენტის დაპირებული გაორმაგებაა თავდაპირველი რაოდენობისა.

„ის აზრი , რომ 13 ათასი, რომელიც წინასწარ არ იყო გამოცხადებული, ან რომ ეს რაოდენობა ახალ რიცხვს წარმოადგენს, მცდარია, რადგან მაშინ სამხედრო პერსონალის საერთო რაოდენობა 68 ათასზე მეტი იქნებოდა. რაც ასე არ არის." ციტატის დასასრული.

პენტაგონის განცხადებით, ავღანეთში დღეს 65 ათასი ამერიკელი ჯარისკაცია, რაც მოგვიანებით კიდევ რამდენიმე ათასით გაიზრდება. ამერიკელ სამხედროებთან ერთად, ავღანეთში 39 ათასი ნატოს შენაერთებიც იბრძვიან.

პრეზიდენტი ობამა და მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი ამჟამად განიხილავს ავღანეთში დამატებით დიდი რაოდენობის ძალების გაშვებას გენერალი მაკკრისტალის მოთხოვნაზე დაყრდნობით. მოთხოვნილი ჯარების დამატებითი რაოდენობა გასაიდუმლოებულია, მაგრამ მედიიდან წამოსული ინფორმაციით ეს რიცხვი სავარაუდოდ 40 ათასს აღემატება.

XS
SM
MD
LG