პაკისტანის შანგლას ოლქში კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად 41 კაცი დაიღუპა, ხოლო დაიჭრა 45. პოლიციის განცხადების თანახმად ტერორისტის სამიზნე სამხედრო ავტოკოლონა იყო. დაღუპულთა შორის პაკისტანის უშიშროების სამსახურის 6 თანამშრომელია. ამ ფონზე თალიბებმა ოფიციალურად იკისრეს პასუხისმგებლობა შაბათს ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბ-ბინაზე განხორციელებული თავდასხმისათვის. ამ თავდასხმას შეეწირა 10 ჯარისკაცი, 4 სამოქალაქო პირი და 9 თალიბი.