ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალიის მთავრობამ ავღანელებს თავშესაფარი მისცა


ავსტრალიის მთავრობამ თავშესაფარი მისცა ავღანელებს, რომლებიც ზღვაში მომხდარ აფეთქებას გადაურჩნენ ავღანელ თავშესაფრის მაძიებელთა ჯგუფი, რომლებიც ზღვაში მომხდარ აფეთქებას გადაურჩნენ, მალე ლტოლვილთა სტატუსს მიიღებს ავსტრალიაში. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული უბედური შემთხვევის შედეგად, რომელიც ტიმორის ზღვაში მოხდა, დაიღუპა ხუთი ადამიანი. ავსტრალიის მთავრობამ აგრეთვე აღნიშნა, რომ ის მზადაა უკან დააბრუნოს ის პირები,რომლებსაც ბრალი ედებათ აფეთქების მოწყობაში. ავსტრალიელი გამომძიებლების აზრით ხომალდზე მომხდარი აფეთქება წარმოადგენდა საბოტაჟის აქტს. გასულ აპრილს გემზე, რომელსაც მოჰყავდა 47 ავღანელი თავშესაფრის მაძიებელი, მოხდა აფეთქება. აფეთქებას ემსხვერპლა ხუთი ადამიანი, ხოლო დანარჩენი მგზავრებიდან თითქმის ყველა დაშავდა. ავსტრალიის საზღვაო ძალებმა ხომალდი ავსტრალიის ჩრდილოაღმოსავლეთ ნაპირიდან 600 კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინა. აფეთქება მოხდა მაშინ, როცა დაკავებული გემი ავსტრალიის საზღვაო ძალების ბადრაგის თანხლებით მიემგზავრებოდა ავსტრალიის მიმართულებით. ოქტომბრის დასაწყისში ავსტრალიის პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ თავშესაფრის მაძიებლებმა განგებ წაუკიდეს ცეცხლი ხომალდს, როცა ავსტრალიის საზღვაო ძალებმა დააკვეს გემი. საბოტაჟის მოწყობის ვერსიის მიუხედავად, ავსტრალიის პოლიციის მაღალჩინოსნებმა გადაწყვიტეს, რომ საკმარისი მტკიცებულებების უქონლობის გამო შეუძლებელი იყო სისხლის სამართლის საქმის აღძრომა. გემის ორი ინდონეზიელი ეკიპაჟის წევრი უკვე გაასამართლეს. მათ ბრალი ედებათ ადამიანთა უკანონო გადაყვანაში. ავსტრალიის საიმიგრაციო სამსახურის ოფიციალურმა პირებმა უკვე შეაფასეს აფეთქებაში გადარჩენილი მგზავრების თავშესაფრის მოთხოვნები და გადაწყვიტეს, რომ ისინი იმსახურებენ ლტოლვილთა სტატუსს. იმიგრაციის მინისტრი კრის ევანსის თქმით, პოლიცია არ ეწინააღმდეგება მთავრობის გადაწყვ ეტილებას ავღანელი ლტოლვილებისთვის მუდმივი მაცხოვრებლობის უფლების გაცემასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით მან განაცხადა: „ამ ადამიანთა საპატიმროში ყოფნის გაგრძელება მიუღებელი გახდა. მათ წინააღმდეგ არავითარი ბრალდება არ არის წამოყენებული და არაა გამორიცხული რომ არც იქნება. ჩრდილოეთ ტერიტორიის პოლიციამ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არ იგეგმება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კორონერმა აღმოაჩინა ახალი მტკიცებულება, ეს არ იქნება გამორიცხული. ამგვარად, ჩრდილოეთ ტერიტორიის პოლიციას მიაჩნია, რომ არ არსებობს არავითარი დაბროკლება რომ ამ პირებმა მიიღონ ლტოლვითა სტატუსი.“ -ციტატის დასასრული- 20 ავღანელი თავშესაფრის მაძიებელი საიმიგრაციო საპრყობილეში ქალაქ ბრისბეინში იმყოფება, ხოლო დანარჩენი ავსტრალიის ქალაქ პერთის ციხეში. როგორც მოსალოდნელია, მათ გაანთავისუფლებენ ამ კვირის ბოლოს. ავღანელები მიიღებენ ავსტრალიაში მაცხოვრებლობის ვიზებს და ფედერალური მთავრობა ხელს შეუწყობს მათ დაბინავებას. ავსტრალიის კონსერვატიული პოლიტიკოსები ბრალს დებენ ავსტრალიის პრემიერ მინისტრს კევინ რადს უკანონო იმიგრაციის საკითხისადმი უღონო მიდგომაში. როგორც ცნობილია, პრემიერ მინისტრმა რადმა გააუქმა ქვეყანაში უკანონოდ შემოსულ თავშესაფრის მაძიებელთა იძულებითი პატიმრობის წესი. მან აგრეთვე შემოიღო საკანონმდებლო ცვლილებები რომლის თანახმად ნამდვილი ლტოლვილები ღებულობენ მუდმივ და არა დროებით ვიზებს. ავსტრალიის ტერიტორიულ წყლებში მიმდინარე წლის მანძილზე უკვე დააკავეს რამდენიმე გემი, რომელსაც მოჰყავდა თავშესაფრის მაძიებლები. ავსტრალიის მთავრობა შიშობს, რომ პოლიტიკური დესტაბილიზაცია პაკისტანში, შრი ლანკასა და ავღანეთში გამოიწვევს ათასობით ლტოლვილთა ნაკადს დასავლეთის ქვეყნებში, ავსტრალიის ჩათვლით. უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალური ჰუმანიტარული პროგრამების ფარგლებში კანბერა ყოველწლიურად ღებულობს 13,000 ლტოლვილს.


XS
SM
MD
LG