დღეს,პეკინში მსოფლიო ქვეყნების მედიაშეხვედრაზე 300მედია ორგანიზაციის ლიდერი შეიკრიბა.შეხვედრას 80ქვეყნიდან 170 პრესის სააგენტო და წარმომადგენელი ესწრებოდა.შეხვედრის ძირითადი თემა ინტერნეტ-საშუალებათა გაფართოება ,ტექნოლოგიების განვითარება და მსოფლიო კრიზისის შედეგად შექმნილი პრობლემების განხილვა გახლდათ. ამერიკის ორმა წამყვანმა მედია ორგანიზაციამ შეხვედრაზე ფრიად საჩოთირო საკითხი წამოჭრა.
„ესოშიეთიდ პრესის“ აღმასრულებელმა დირექტორმათომ ქერლიმ განაცხადა,რომ სასწრაფო ზომებია მისაღები იმისათვის, რათა ინტერნეტ ოპერატორებს მედია წყაროებიდან უახლესი ინფორმაციის გავრცელებისთვის ფულის გადახდა დაევალოთ. ამ ოპერატორებში იგი ისეთ ცნობილი ინტერნეტ გვერდებს მოიაზრებდა,როგორიცაა: იუთიუბი,ფეისბუკი და ვიკიპედია .