ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ომის გაგრძელებისადმი მხარდაჭერა აშშ-ში და ბრიტანეთში სულ უფრო კლებულობს


ავღანეთში კოალიციური ძალების შეჭრიდან მერვე წლისთავთან დაკავშირებით ასოშიეითიდ პრესის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად ავღანეთში მიმდიარე ომს ამერიკელთა 40 პროცენტი უჭერს მხარს. მსგავსი გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, რომელიც ივლისში ჩატარდა ამ მაჩვენებელმა ოთხი პროცენტით იკლო. რაც შეეხება ბრიტანეთს იქ რესპონდენტთა მხოლოდ 37 მა პროცენტმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ავღანეთში მიმდინარე ომს. ამ თარიღთან დაკავშირებით თალობებმა გაავრცლეს განცხადება, სადაც ამტკიცებენ, რომ თალიბთა მოძრაობის მიზანი არც არასოდეს ყოფილა და არც დღეს არის რომელიმე ქვეყნისადმი დარტყმის მიტანა. როგორც განცხადების ავტორები აცხადებენ თალიბთა მოძრაობის მიზანია ავღანეთის დამოუკიდებლობა და ისლამური სახელმწიფოს შექმნა. თუმც განცხადებაში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ თუ დასავლეთს სურს ავღანეთის საკუთარ კოლონიად გადაქცევა, მაშინ იგი უნდა მოემზადოს ხანგრძლივი და მძიმე ომის წარმოებისათვის.

XS
SM
MD
LG