ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის არმია ამერიკული ფულადი დახმარების პირობების გამო შეშფოთებას გამოთქვამს


პაკისტანის არმია ამერიკული ფულადი დახმარების პირობების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. პაკისტანელი გენერლები სერიოზულად შეაშფოთა ამ შვიდი მილიარდ ხუთას მილიონიანი დახმარების პაკეტის პირობებმა. ეს უპრეცენდენტო დახმარება სამოქალაქო მიზნებისთვისაა გათვლილი. გენერლებმა სამოქალაქო მოხელეებს მისწერეს წერილი, რომლის გვერდებზეც აცხადებენ, რომ დახმარების მიღების ზოგი პირობა ქვეყნის უშიშროებას საფრთხეს უქმნის. თუმცა გენერლების თქმით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივა პაკისტანის პარლამენტს ეკუთვნის. ეგრეთწოდებული „კერი-ლუგარის“ კანონი პაკისტანს დახმარებას უკვეცავს, ვინაიდან ამერიკის აზრით, პაკისტანი დიდად არ ცდილობს ქვეყნის თალიბებისგან და ალ ყაიდასგან გაწმენდას.

XS
SM
MD
LG