ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის უშიშროების ძალებმა სამშაბათს ტერორიზმში ეჭვმიტანილი ექვსი ადამიანი დააკავა


ერაყის უშიშროების ძალებმა სამშაბათს ტერორიზმში ეჭვმიტანილი ექვსი ადამიანი დააკავა. მათ შორის ორი, სავარაუდოდ ტერორისტული დაჯგუფებების ლიდერები არიან.

ამერიკის სამხედო ძალების მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერაყელმა ჯარისკაცებმა ამერიკელების დახმარებით 5 ეჭვმიტანილი ბაღდადიდან 30 კილომეტრის მოშორებით დააკავა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იმ ტერორისტული დაჯგუფების ლიდერია, რომელიც რეგიონში ავტომობილებში დამონტაჟებული ბომბების აფეთქებების აქტიური ორგანიზატორია.

მეექვსე ეჭვმიტანილი კირკუკის სამხრეთით მდებარე ქალაქ ტუზ ხურმატუში იქნა დაპატიმრებული. წინასწარი მონაცემებით, ის ორგანიზაციის - ალ ყაედა ერაყში - რეგიონალური რგოლის ხელმძღვანელია.

XS
SM
MD
LG