ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთს სურს ნატოსთან სრული თანამშრომლობა აღადგინოს


ამის თაობაზე განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევის წარმომადგენელმა. მისივე თქმით ის ფაქტი, რომ ნატოს გენერალური მდივანი რასმუსენი მოსკოვში აპირებს ჩაფრენას მიუთითებს იმაზე, რომ ნატოსაც სურს კრემლთან ურთიერთობის აღდგენა. ნატომ გაყინა ურთიერთობა მოსკოვთან რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, თუმც უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ რაც ივნისში აღდგა კონტაქტები ურთიერთობა რუსეთსა და ნატოს შორის საგრძნობლად გამოკეთდა.

XS
SM
MD
LG