ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2009 წელს 50,000 სომელელი ლტოლვილი გადავიდა კენიის ტერიტორიაზე 


გაეროს ლტოლვილების დახმარების სააგენტოს განცხადებით, წელს დაახლოებით 50,000 სომელელი ლტოლვილი გადავიდა კენიის ტერიტორიაზე. გაეროს თქმით ეს რიცხვი შემაშფოთებელია.

გაეროს განცხადებით ყოველთვიურად 6400 სომალელი შედის დადააბის ლტოლვილთა ბანაკში, რაც ბანაკის მაცხოვრებელთა ისედაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ბანაკი ჩრდილოეთ კენიაში მდებარეობს. სააგენტოს განცხადებით, ბანაკში უკვე 3-ჯერ იმაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე ბანაკი თავდაპირველად იყო გათვლილი.

აგვისტოს დასაწიყისში, გაერომ ლტოლვილების სხვა ბანაკებში გადაყვანა დაიწყო. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ უკვე 10 ათასი ადამიანი ჩრდილო-დასავლთ კენიშაი მდებარე კაკუმას ბანაკში იქნა გადაყვანილი, დააბში, სადაც 280,000 ადამიანი ცხოვრობს, მდგომარეობა უმძიმესია.


საერთაშორისო ორგანიზაცია ოქსფამის თქმით, რეგიონში სომალელი ლტოლვიების ბანაკები ისეა გადავსებული ხალხით, რომ მათი ადამიანის საცხოვრებლად მიჩნევაც კი გაზვიადებაა. ხალხი როგორც წესი მორიგეობით ცხოვრობს კარვებში. ათასობით ლტოლვილი ყოველწლიურად ცდილობს ადენის ყურისა და წითელი ზღვის გადაკვეთას და ევროპაში ან იემენში ჩასვლას. წელს უკვე 322 ადამიანი დაიხრჩო ზღვაში.


XS
SM
MD
LG