ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის მთავრობა ამერიკას ადანაშაულებს


პაკისტანის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ წარმომადგენელთა განცხადებით,ამერიკელთა სარაკეტო დარტყმის შედეგადქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში 12 ადამიანი დაიღუპა. გატყორცნილ რაკეტებს შორის ერთ-ერთი ავღანეთის საზღვარზე მდებარე სოფლის სახლს დაეცა.ყველა ეს გასროლა ავღანელ თალიბთა გენერლის ჯალალადინ ჰაქანის გასანადგურებლად იყო გამიზნული. პაკისტანის მთავრობა აცხადებს,რომ ალ ყაიდასა და თალიბი მეამბოხეების გასანადგურებლად ამერიკის შეერთებული შტატების უპილოტო საფრენმა აპარატმა ბოლო დროს პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 40რაკეტის გასროლა მოახდინა.გასროლამ რამოდენიმე მაღალი რანგის სამხედრო გენერალს მოუსწრაფა სიცოცხლე.


XS
SM
MD
LG