ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბირთვული იარაღის შემცირებაზე საუბრობს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბირთვული იარაღის შემცირებაზე საუბრობს. ბატონი ობამა დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალურ სესიას გაუძღვა. იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს, პრეზიდენტი ირანის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების შემოღებას ემხრობა: „ამ შემთხვევაში ჩვენ დამატებითი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს. მე ამ ნაბიჯებშიდამატებით, ბევრად უფრო მკაცრი სანქციების შემოღებასაც ვგულისხმობ“. განაცხადა ბატონმა ობამამ. უშიშროების საბჭოს თხუთმეტი წევრი ქვეყნის ლიდერებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ამერიკის პრეზიდენტის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტს, რომელიც ბირთვული იარაღის შემცირებას ისახავს მიზნად. ეს პროექტი ბირთვული იარაღის და ბირთვული მასალის მქონე იმ სახელმწიფოებს მოუწოდებს ორმოცდაერთი წლის წინ შექმნილი ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ხელის მოწერას, რომლებსაც ეს ჯერ არ გაუკეთებიათ. ბატონ ობამას სჯერა იმის, რომ რუსეთის პრეზიდენტთან მედვედევთან ბირთვული იარაღის შემცირებისადმი მიძღვნილი შეთანხმება მოხდება:

„მე და რუსეთის პრეზიდენტივთანხმდებით, რომ ჩვეს მიერვე დასახული ვადისთვის, მიმდინარე წლის მიწურულისთვის, ისეთ შეთანხმებას მივაღწევთ, რომელიც ჩვენს კუთვნილ ბირთვულ არსენალებს საგრძნობლად შეამცირებს“. განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

XS
SM
MD
LG