ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი ოცეულის შემდეგი შეხვედრა სამიტი პიცბურგში გაიმართება


შეერებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მსოფლიოში უძლიერესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს გლობალური ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეებელი.

ყოველკვირეულ რადიო მიმათვაში პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ აპრილში გამართულ მსოფლიოს 20 წამყვანი ქვეყნის სამიტზე უპრეცედენტო საეთაშორისო თანამშრომლობა გამოიკვთა. სამიტზე ასევე შემუშავდა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც გლობალური ფინანსური კრიზისიდან გამოსასვლელად უნდა გადაიდგას.

დიდი ოცეულის შემდეგი შეხვედრა სამიტი პიცბურგში გაიმართება. ამ შეხვედრაზე ქვეყნები 5 თვის განმავლობაში გადანდგმულ ნაბიჯებზე ისაუბრებენ, რომლებმაც მსოფიო ეკონომიკირი კრიზისი უნდა დაძლიოს.

პრეზიდენტი ობამას თქმით უნდა გამოსწორდეს ფინანსურ რეგულირებაში არსებული შეცდომები, რომლებმაც ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.

მისი თქმით, შეეთებულ შტატებში ამ მცდელობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მომხმარებლის ფინანსური დაცვის სააგენტოს შექმნა იყნება. ახალ სააგენთოს სხვა ფუნქციებთან ერთად სესხის გამცემების მიერ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანისგან დაცვა დაევალება. პრეზიდენტის განცხადებით, ვოლ სტრიტით ბანკები ლობისტების მეშვეობით მაქსიმალურად ცდილობენ შეაფერხონ რეფორების პროცესი, რომელიც მათ ანგარიშვალდებულებას დააკისრებს.



XS
SM
MD
LG