ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დალაი ლამა შეერთებული შტატების დელეგაციას ხვდება


დალაი ლამა შეერთებული შტატების დელეგაციას ხვდება. დალაი ლამას პრეს-მდივანი ტენცინ ტაკლა აცხადებს, რომ ტიბეტის დევნილ ლიდერს, მის ინდოეთის ქალაქ დარამსალაში მდებარე რეზიდენციაში შეერთებული შტატების მთავრობის დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციას პრეზიდენტ ობამას მრჩეველი მთავრობათშორის საქმეებში ვალერი ჯარეტი ხელმძღვანელობს. ამერიკის ასეთი მაღალი რანგის დელეგაცია დარამსალაში 2008 წლის მარტის შემდეგ არ ჩასულა. მაშინ დელეგაციას შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ხელმძღვანელობდა. ეს სტუმრობა ჩინეთის მთავრობის მიერ ტიბეტში მიმდინარე დემონსტრაციების დარბევას მოჰყვა. ჩინეთი დალაი ლამას სეპარატისტად თვლის და მასთან სხვა სახლემწიფოების წარმომადგენლების შეხვედრას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

XS
SM
MD
LG