ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტანდარტები ბიოლოგიური იარაღის გავრცელების  უსაფრთხების საკითხში


ვაშინგტონში, სენატში ახალი კანონის მიღებას ელიან . კანონმდებლები უახლოეს დროში სავარაუდოდ წარადგენენ ბიოლოგიური თავდასხმის საწინააღმდეგო კანონს. კანონმდებლობა მათი განცხადებით, დაადგენს სტანდარტებს ბიოლოგიური იარაღის გავრცელების უსაფრთხების საკითხში.

8 წლის წინ 11 სექტემბრის ტერაქტიდან სულ რაღაც ერთ კვირაში ,ანტრაქსი მომაკვდინებელი ბაქტერია, ფოსტის საშუალებით გავრცელდა სენატორებისა და მედია მაუწყებლების ოფისებში.

ბაქტერისათან სეხების შედეგად გარდაიცვალა 5 ადამინი და 17 დასნებოვნდა. მრავალი ექსპერტი მიიჩნევს რომ მსგავსი ბიოლოგიური თავდასხმისთვის ამერიკა არ იყო მზად. ზოგი კი თვლის რომ არც ეხლაა სრული უსაფრთხოება ამ მხრივ.

კონგრესის მიერ შედგენილი კომისია ამტკიცებს, რომ სულ რაღაც 4 წელიწადში მსოფლიოს რომელიმე კუთხეში მოსალოდნელია ბიოლოგიორი შეტევა. სენატთან არსებულმა შინაგანი უსაფრთხოების კომიტეტმა მსგავსი შეტევების თავიდან ასაცილებლად კანონმდებლობა მოამზადა.სენატორი სუზან კოლინსის განცხადებით:

ბიოლოგიური იარაღის შექმნისა და მის გავრცელების საწინააღმდეგო ტექნოლოგიური ბარიერები ძალიან მწირია. ამასთან საშიში ბიოლოგიური პათოგენები ხელმისაწვდომია.ცდ

ფედერალური საგამოძიებო სააგანტოს განცხადებით, აშშ-ში დაახლოებით 400 კვლევითი ცენტრის და ლაბორატორიის 15 ათას თანამშრომელს მიუწვდება ხელი მსოფლიოში ყველაზე სახიფათო პათოგენებზე. ვაშინგტონთან არსებულ შშ-ის არმიის ბიო თავდაცვის ლაბორატორიაც მათ რიცხვს მიეკუთვნება და ფედერალურ საგამომძიებლო ბიუროს მიაჩნია, რომ 11 სეტემბრის ტერაქტის შემდგომ დღეებში გავრცელებული ანტრაქსი სწორედ ამ ლაბორატორიიდან იყო მოპარული.

სენატში მისაღებ კანონმდებლობაში სამ საფეხურიანი სისტემის ჩამოყალიბებაზეა საუბარი, რომელიც 82 პატოგენზე ვრცელდება. შეიქმნება უფრო მკაცრი უსაფრთხოების ზომები მათ დასაცავად. ნაკლებ საშიშებზე კი მსგავის სიმკაცრის დაცვა არ იქნება საჭირო. პირველ საფეხურზე მოთავსდება ისეთი საშიში პატოგენები როგორიცაა ანტრქსი.

უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად წლიურად დაახლოებით 50 მილიონი დოლარი გამოიყოფა. სენატორები იმედოვნებენ რომ მათ მიერ დადგენილ სტანდარტებს გაითვალისწინებს საერთაშორისო თანამეგობრობა. მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებისა და ტერორიზმის კომისიის თავმჯდომარე ბობ გრაჰამი ის პიროვნებაა, რომელიც მომავალ ბიო შეტევებს წინასწარტმეტყველებს. მისი განცხადებით:

მსოფლიოს დაახლოებით 20 ქვეყანაში აწარმოებენ პათოგენებს. კიდევ 20 ქვეყანა იწყებს მათ წარმოებას. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ამის გაკონტროლება. ამ ჯერზე დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მოქმედებს.ცდ

კანონის მიხედვით განისაზღვრება ის ქვეყნები, რომელთა ლაბორეტორიები უსაფრთხო არაა და რისკის ქვეშ იმყოფება . მოხდება მათი უსაფრთხოების გაძლიერებაში დახმარების გაწევა, აგრეთვე გაიწვრთნებიან ის მეცნიერები, რომელთაც შეხება ექნებათ პირველი საფეხურის პატოგენებთან, ამერიკული ასოციაციის „ მეცნიერების განვითარების: წევრის კავიტა ბერგერის განცხადებით, მრავალ განვითარებად ქვეყანაში უხვადაა ისეთი პატოგენი როგორიცაა მალარიის.

გარდა ჩუტყვავილის და ინფლუენცა 1918-ისა , ყველა ბუნებრივი პატოგენია, რომელიც თავისუფლად მოიპოვება ბუნებაში. მაგალთად ჩვენში არსებული მრავალი პატოგენური აგენტი შესაძლოა გახდეს ჯამრთელბისთვის საშიში მსოფლიოს რომელიმე სხვა კუთხეში,,"ცდ

საერთაშორისო პროგრამებს კანონმდებლობის ფარგლებში 40 მილიონი დოლარი მოხმარდება. 2011 წლისთვის კი ეს თანხა 75 მილიონამდე გაიზრდება.

ზოგიერთისვის უცნაურია ის ფაქტი რომ მსგავსი უსაფრთხოების ზომები არ მიღებულა უმალვე 11 სექტემბრის შემდგომი თავდასხმების შემდეგ. მეცნიერები და კანონმდებლები ამაში სამთავრობო უწყებებს შორის დაპირისპირებებსა და შეუთანხმებელ მუშაობას უკავშირებენ.

როგორც ერთ-ერთმა სენატორმა განაცხადა, ზოგჯერ საჭიროა კანონის მიღება იმისთვის, რათა უბიძგო იმ პირებს ვისაც ეს ევალებათ იმოქმედონ ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე.


XS
SM
MD
LG