ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა დღეს სიტყვით მიმართავს კონგრესს


დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეეცდება დაარწმუნოს კონგრესის ორივე პალატა ჯანმრთელობის დაცვის დარგში რეფორმების გატარების მისი მიდგომის სისწორეში. ალბათ ყველაზე რთული იქნება როგორც რესპუბლიკელი, ისე ზომიერი პოზიციის მქონე დემოკრატი სკეპტიკოსების იმაში დარწმუნება, რომ მისი გაგმა ჯანმრთელობის დაზღვევის სამთავრობო პროგრამის დაწყების შესახებ ქმედითი იქნება. ობამა ამტკიცებს, რომ ამით კიდევ უფრო წახელისდება კონკურენცია ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო კომპანიებს შორის. მის ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ ობამისეული გეგმა პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემა საბოლოო ანგარიშში მთავრობის ხელში გადავა.

XS
SM
MD
LG