ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბია ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ტერაქტებში დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაციას არ გადაუხდის



ლიბიის ლიდერის ვაჟიშვილი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ირლანდიის რესპუბლიკური არმიის მსხვერპლთა ოჯახებს კომპენსაციას არ გადაუხდის. საიფ ალ-ისლამ კადაფის გამოსვლა წარმოადგენდა პასუხს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გორდონ ბრაუნის იმ განაცხადებაზე, რომ იგი მხარს დაუჭერს ირლანდიის რესპუბლიკური არმიის მიერ განხორციელებულ აფეთქებებში დაღუპულთა ოჯახების მცდელობას საზღაური ლიბიისგან მიიღონ, ვინაიდან სწორედ ტრიპოლის ედება ბრალი ჩრდილოეთ ირლანდიაში მოქმედი ამ შეაირაღებული ფორმირების ასაფეთქებლით მომარაგებაში. თუმცა ბატონმა ბრაუნმა გაზეთ “ლონდონ თაიმსის” კორესპონდენტს განუცხადა, რომ ახლა, როდესაც ბრიტანეთი ლიბიასთან ურთიერთობის ნორმალიზაციას ცდილობს ტრიპოლიზე ზეწოლის განხორციელება სწორი გადაწყვეტილება არ იქნება. გუშინ ბრიტანეთის პრემიერმა დაღუპულთა იმ ოჯახის წევრებს და მათ ადვოკატებს, რომლებიც ტრიპოლიში ჩასვლას გეგმავენ დიპლომატიური დახმარების აღმოჩენა აღუთქვა.

XS
SM
MD
LG