ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

  დღეს ერთმანეთს ხვდებიან  აშშ-ისა და სამხრეთ კორეის შუამავლები ბირთვულ საკითხებში


დღეს ერთმანეთს ხვდებიან აშშ-ისა და სამხრეთ კორეის შუამავლები ბირთვულ საკითხებში. შეხვედრისას განიხილება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა და ის თუ როგორ უნდა დაუბრუნდეს ფხენიანი მოლაპარაკების მაგიდას. დიალოგი მხარეებს შორის გაიმართა იმ ფონზე როცა ჩრდილოეთ კორეამ გუშინ განაცხადა, რომ მიღწეულია წარმატება ურანით გამდიდრების პროცესში.

ჩრდილოეთ კორეაში სპეციალური წარგზავნილი სტივენ ბოსვორტი სეულში შეხვდა სამხრეთ კორეის ბირთვული საკითხების შუამავალს ვი ვუნგ ლაქს.

შეხვედრის დეტალებზე ბოსვორტმა არ ისაუბრა, განცხადებას იგი კვირას სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთებს. სამხრეთ კორეის სახელმწიფო ტელევიიზიის საშულებით ერთ-ერთმა ოფიცილურმა პირმა განაცხადა, რომ მხარეებმა ისაუბრეს საერთო საპასუხო ქმედებებზე.

პარასკევს ფხენიანმა განაცხადა, რომ ურანით გამდიდრების პროცესი დასრულებულია. ესკი ატომური ბომბის შექმნისთვის კარგი წინაპირობაა.


XS
SM
MD
LG