ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი, პოლონელი და გერმანელი ჟურნალისტები მეორე მსოფლიო ომის დაწყების ფაქტებს აფასებენ



მიმდინარე კვირას ათასობით ადამიანი, ისევე როგორც მსოფლიოს სახელმწიფოთა ლიდერები პოლონეთის ქალაქ გდანსკში მეორე მსოფლიო ომის დაწყების 70 წლისთავის აღსანიშნავად შეიკრიბნენ.

ამ ფონზე, ისტორიკოსები და ჟურნალისტები მოლოტოვ- რიბენტროპის პაქტის და მის საფუძველზე,პოლონეთის გახლეჩის მნიშვნელობაზე საუბრობენ, პაქტისა, რომელმაც, პოლონეთის დაპყრობას გაუხნა გზა.

ამერიკის ხმის საერთაშორისო პრეს კლუბის რუბრიკით, პოლონელი, რუსი და გერმანელი ექსპერტები 1939 წელს ხელმოწერილ პაქტს კიდევ ერთხელ აფასებენ:

წარმოშობით, პოლონელი ამერიკელი, ისტორისოკი პიოტრ იანდიში, რომელიც ახლა ეილის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორია ამბობს, რომ დღეს განსაკუთრებით რთულია შენი წარმომავლობა დაივიწყო და ომის დაწყებისთვის პასუხისმგებელი მხარეები ვერ დაინახო, ისევე როგორც ფაშისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მთავარი არსი ვერ იგრძნო:

იანდიში: “ეჭვს გარეშეა, რომ 1 სექტემბერს, გერმანიამ აგრესია ყოველგვარი პროვოცირების გარეშე დაიწყო. ის რუსი, ფსევდო ისტორიკოსები, რომლებიც ცდილობენ პოლონეთს დააბრალონ, რომ ვარშავამ ჰიტლერის “სამართლიანი”პირობები არ დააკმაყოფილა, ცდებიან. ეს პირობები შესაძლოა საღად მოეჩვენოს რუს ისტორიკოსს, მაგრამ ისინი არამცდაარამც არ იყო მისაღები პოლონური მხარისთვის. ომის დაწყებას, მწვანე შუქი, ჩემი რწმენით, სწორედ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტმა აუნთო.” რუსი ჟურნალისტი მაშა ლიპმანი აცხადებს, რომ ამ საკითხისადმი დამოკიდებულება ყველა ქვეყანაში განსხვავდება:

ლიპმანი: “ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია. დღესდღეობით, მეორე მსოფლიო ომის დაწყების დეტალები და ამ პროცესში სტალინის როლი, სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღიქმება.

ერთის მხრივ რუსეთში და მეორეს მხრივ დასავლეთ და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებში ერთმანეთს არ ეთანხმება. რუსეთში, ჩემი აზრით, გამარჯვების გარდა, არაფრის დანახვა არ სურთ.

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კი დიდი სურვილია იმისა, რომ აქცენტი გაკეთდეს ამ ქვეყნების მიერ გადატანილ ტანჯვაზე საბჭოთა კავშირის ხელში, ასევე ომამდელ საგარეო პოლიტიკაზე და რაც ყველაზე მთავარია, მოლოტოვ-რიბენტროპის საიდუმლო გარიგებაზე, რომელმაც პოლონეთი დაანაწევრა და ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის გაყო ქვეყანა.”

გვეუბნება რუსი ექსპერტი მაშა ლიპმანი.

ამ ფონზე, უნდა აღინიშნოს რომ გერმანიამ სრულად აღიარა დანაშაული და როგორც ვაშინგტონში ბაზირებული გერმანელი ჟურნალისტი მატიას რუები ამბობს:

რუები: “ეჭვსგარეშეა, რომ გერმანელთა უმრავლესობა 1939 წლის 1 სექტ3მბერს აღიქვამს დღედ, როცა გერმანიამ ომი დაიწყო. არავის არ სჭირდება ბრალეულობის საკუთარ თავზე აღება. ეს პასუხისმგებლობა გერმანიამ თავის თავზე აიღო. პოლონელები არა მხოლოდ გერმანელებს თვლიან მთავარ დამნაშავედ არამედ საბჭოთა კავშირსაც, რომელმაც პოლონეთის აღმოსავლეთის ანექსია განახორციელა ორი კვირის შემდეგ რაც გერმანიამ პოლონეთის დასავლეთი ნაწილი დიაპყრო.”

პიოტრ იანდიში ამბობს, რომ სრულიად გასაგებია, როცა მეორე მსოფლიო ომის ისტორიის გახსენებისას, გერმანელები უფრო ხვდებიან თავიანთ დანაშაულს, ვიდრე რუსები.

იანდიში: “გერმანელებს, რომლებმაც თავიანთი სახელმწიფო აღადგინეს ფედერალური რესპუბლიკის სახით, მოუხდათ წარსულის უკეთ შეცნობა. პუტინისა და რუსეთის შემთხვევაში კი ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. საბჭოთა კავშირის დაშლის დროს, ქვეყანაში, როგორც რუსები ამბობენ, ქაოსი გამეფდა. საბჭოთა კავშირი ერთ დროს ზესახელმწიფოს წარმოადგენდა და შემდეგ უცბად ქვეყანა დაემხო. შესაბამისად, რუსების აზროვნებაზე ქვეყანაში მიმდინარე შიდა პროცესებმა, ეკონონმიკურმა სირთულეებმა და კომუნიზმის დამხობამ დიდი გავლენა მოახდინა.”

როგორც გახსოვთ, რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლას მეოცე საუკუნის უდიდესი კატასტროფა უწოდა.

პიოტრ იანდიჩი აღნიშნავს, რომ წმინდა რუსული გადასახედიდან, პუტინის ეს განცხადება სინამდვილეს შეესაბამება. მისი აზრით, ასეთი დამოიკიდებულება შესაძლოა ხსნიდეს იმასაც, რომ რომ ბევრი რუსი ისტორიკოსი მოლოტოვ-რიბენტროპოის პაქტის გამართლებას ცდილობს.პოლონელი ექსპერტი ამბობს იმასაც, რომ ფსიქოლოგიურად გასაგებია, როცა შენი ქვეყნის ისტორიას დადებითად ახასიათებ.

პოლონელ მეცნიერს ეთანხმება რუსი ანალიტიკოსი მაშა ლიპმანიც, რომელიც აღნიშნავს, რომ პუტინის მიერ პოლონელების მიწვევის მიღება გდანსკში, მნიშვნელოვანი ჟესტი იყო.

გერმანელ ჟურნალისტს მატიას რუებს კი ეჭვი შესქვს პუტინის გულწრფელობაში.

რუები: “ბატონ პუტინს, ამ მიწვევის მიღებაზე თანხმობის გამოსაცხადებლად, ორი კვირა დასჭირდა. მერკელმა ასეთი გადაწყვეტილება უფრო სწრაფად მიიღო. მე დარწმუნებული არ ვარ, რომ პუტინი, თავისი შემრიგებლური ტონით, რუსეთის საზოგადოების ან რუსული მედიის განწყობას გამოხატავდა. მგონია, რომ რუსები დიდ ხანს მოანდომებენ იმის გაცნობიერებას და აღიარებას, რომ მხოლოდ პოლონეთის კი არა, მთელი ცენტრლაური ევროპის დანაწევრებაში მათ წვლილი მიუძღვით.”

XS
SM
MD
LG