ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელები უკანასკნელ პატივს მიაგებენ ედვარ კენედის


ათასობით ამერიკელი უკანასკნელ პატივს მიაგებს ცნობილი ამერიკელი სენატორის ედვარდ კენედის ხსოვნას. ბოსტონში ჯონ ფიცჯერალდ კენედის სახელობის ბიბლიოთეკისა და მუზეუმის შენობის მთავარ დარბაზში დასვენებულია სენატორ ედვარდ კენედის ცხედარი. დღესვე ჩატარდება პანაშვიდი, რომელსაც მხოლოდ ოჯახის წევრები დაესწრებიან. დემოკრატი სენატორი ედვარდ კენედი ტვინის სიმსივნით სამშაბათს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. პრეზიდენტი ბარაკ ობამა ხვალ ბოსტონის კათოლიკურ ტაძარში ედვარდ კენედის სულის საოხად აღვლენილ წირვაზე გამოსათხოვარ სიტყვას წარმოთქვამს. კენედის არლინგტონის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

XS
SM
MD
LG