ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში შიიტთა გარდაცვლილ ლიდერს გლოვობენ


თეირანში შიიტთა გარდაცვლილ ლიდერს აბდულ აზიზ ალ ჰაკიმს გლოვობენ. ორმოცდაცხრამეტი წლის ჰაკიმი ფილტვის სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა. მის ცხედარს დასაკრძალავად ერაყში მდებარე შიიტთა წმინდა ქალაქ ნაჯაფში გადაასვენებენ. ჰაკიმი ერაყის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან შიიტთა ორგანიზაციას უზენაეს ისლამურ საბჭოს ხელმძღვანელობდა. ირანში გადასახლებაში მყოფი ჰაკიმი სადამ ჰუსეინის ჩამოგდების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი შეერთებულმა შტატებმაც გამოუხატა. თეთრმა სახლმა ჰაკიმის გარდაცვალების გამო სინანული გამოხატა და აღნიშნა, რომ ჰაკიმმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ერაყის ისტორიაში. ჰაკიმის გარდაცვალების გამო დიდი წუხილი ირანის უზენაესმა ლიდერმა აიატოლა ალი ჰამენეიმაც გამოხატა.

XS
SM
MD
LG