ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში დაინიშნა ახალი ეკონომიკის მინისტრი


საქართველოში დაინიშნა ახალი ეკონომიკის მინისტრი. საქართველოში ქვეყნის ყოფილი ელჩი ესპანეთში, ზურაბ პოლოლიკაშვილი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა.

2006 წლიდან 32 წლის პოლოლიკაშვილი საქარათველოს ელჩი იყო ესპანეთში. მანამდე იგი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. 2005 წელს მან დატოვა თი-ბი-სი ბანკი, სადაც იგი გამგეობაში მაღალ თანამდებობას იკავებდა, და საგარეო საქმეთა სამინისტროში გადავიდა.

ბატონმა პოლოლიკაშვილმა შეცვალა ლაშა ჟვანია, რომელიც თანამდებობიდან დაითხოვა პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა იმის გამო, რომ ჟვანიამ ვერ შესძლო უცხოური ინვესტიციების მოზიდვა საქართველოში ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად.

საქართველოს მთავრობის გამოანგარიშების მიხედვით, წელს ქვეყნის ეკონომიკა 1.5 პროცენტით შემცირდება.

XS
SM
MD
LG