ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ძლიერ აფეთქებას ორმოცდასამი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა


ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ სამხრეთში განხორციელებულ ძლიერ აფეთქებას ორმოცდასამი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია სულ მცირე სამოცდახუთი ადამიანი. დანგრეულია ერთი სასტუმრო და თორმეტი სახლი. საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტი იუწყება, რომ ყანდაარში განხორციელებულ ამ ტერაქტს წითელი ჯვრის ერთი თანამშრომლის აბდულ ვადუდის შიცოხცხლეც შეეწირა. ყანდაარის პროვინციის გამგეობის თავმჯდომარემ ავღანეთის პრეზიდენტის ძმამ ვალი კარზაიმ ამერიკის ხმის კორესპონდენტს განუცხადა, რომ აფეთქების ტალღამ ეპიცენტრიდან ნახევარი კილომეტრით დაშორებულ შენობების შუშები ჩაამსხვრია. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც რამადანის სადღესასწაულო მარხვის მიმდევარი მუსლიმები, მზის ჩასვლის შემდეგ სუფრას მიუსხდნენ. თვითმხილველების თქმით, აფეთქების შემდეგ ქუჩებში სროლა ატყდა. ყანდაარი თალიბთა მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს. თავად თალიბები აცხადებენ, რომ ტერაქტი მათ მიერ არაა მოწყობილი.

XS
SM
MD
LG