ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიდევ ერთი ტერაქტი ავღანეთში


ყანდაარში მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგად სულ მცირე 40 კაცი დაიღუპა. ყანდაარის პროვინციის საბჭოს ხელმძღვანელმა აჰმად ვალი კარზაიმ ამერიკის ხმასთან საუბარში აღნიშნა, რომ წუხელ საწვავით დატვირთული ავტოცისტერნა ააფეთქეს. დაუზუსტებელი მონაცემებით დაჭრილია 64 კაცი. ოფიციალური პირებისა და თვითმხილველების თანახმად აფეთქებას მოჰყვა ძლიერი სროლის ხმა. მანამდე ნატოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ავღანეთის სამხრეთში ნაღმის აფეთქების შედეგად ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამ ფონზე ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გარდაიცვალა ბრიტანელი ჯარისკაცი, რომელიც ჰელმანდის პროვინციაში 15 აგვისტოს ამტყდარი სროლის დროს მძიმედ დაიჭრა. პოლიციის ვარაუდით ყანდაარში აფეთქება თალიბმა კამიკაძემ განახორციელა.

XS
SM
MD
LG