ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში გაიზარდა შეკვეთები პროდუქციაზე


შეერთებული შტატების ქარხნებისთვის მიცემული პროდუქციის წარმოების შეკვეთები გაიზარდა

შეერთებული შტატების ქარხნებისთვის მიცემული პროდუქციის წარმოების შეკვეთები 4.9 პროცენტით გაიზარდა ივლისში, რაც ორი წლის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვან მატებას წარმოადგენს.

ოთხშაბათს ამერიკის ვაჭრობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში გაანალიზებულია ისეთი პროდუქციის წარმოების შეკვეთები, რომელიც ეხება ძვირადღირებულ საქონელს. ხსენებული პროდუქციის ექსპლუატაცია სამ წელზეა გათვლილი და შეკვეთების რიცხვი წარმოადგენს მრეწველობის სექტორში შექმნილი მდგომარეობის მთავარ განმსაზღვრელ მაჩვენებელს.

ივლისში შეკვეთების მატება ძირითადად კომერციული თვითმფრინავების წარმოების გაზრდას უკავშირდება.

ცვალებადი სატრანსპორტო სექტორის გარდა, ზოგადად მრეწველობის სექტორში დაფიქსირებულია ზომიერი რვა მეათედი პროცენტის ზრდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ივნისში დაფიქსირებული იყო სამრეწველო შეკვეთების მკვეთრი დაცემა.

XS
SM
MD
LG